,,აპოდიქსის“ ჰიმნი

სადაცაა მალე ინათებს,
სექტემბრის მზეც გამოანათებს,
სწავლის წელი ამ მზით იწყება,
ცხელი ზაფხული უკან გვრჩება.
ჩურჩულებენ ჩუმად წიგნები,
წიკწიკებენ ავტოკალმები,
წკრიალებენ სკოლის ზარები,
,,აპოდიქსო“, მოგესალმები!
მის:
ჩვენ ვუმღერით ,,აპოდიქსს“,
ჩვენი მზე ამოდის,
აქ ჩვენი სახლია.
აქ ჩვენ მუდამ გველიან,
ღიმილით გვხვდებიან,
აქ ყველაფერია...

შენ, ჩვენ და თქვენ - ყველამ ერთად,
შევკრათ გუნდი,
გუნდი ძლიერი,
ჩავკიდოთ ხელები ერთმანეთს,
ძმაო ძმით იყავ ძლიერი!
გაივლის დღეები, თვეები,
გაქრება დრო, წარვლენ ფიქრები,
წინ გვაქვს დიდი გზა გასავლელი,
,,აპოდიქსელი“ ხარ თუ ,,არეელი“...
მის:
ჩვენ ვუმღერით ,,აპოდიქსს“,
ჩვენი მზე ამოდის,
აქ ჩვენი სახლია.
აქ ჩვენ მუდამ გველიან,
ღიმილით გვხვდებიან,
აქ ყველაფერია...

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. სენაკი ჭავჭავაძის ქ. # 55
599 55 46 98
597983421 579087531




 

 

სასარგებლო ბმულები