შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. შპს „აპოდიქსის“ (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
7. შინაგანაწესით განისაზღვრება:
Ø სამუშაო და დასვენების დრო;
Ø სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;
Ø შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;
Ø შრომითი ურთიერთობის პირობები;
Ø შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
Ø შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;
Ø სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი;
Ø მოსწავლეთა მიღება სკოლაში;
Ø წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
Ø განცხადების/საჩივრის განხილვა;
Ø დასკვნითიდებულებანი.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი:
შინაგანაწესის მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.
თავი II. სამუშაო და დასვენების რეჟიმი

მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო
1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
2. სკოლის მუშაობის რეჟიმი განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმითა და წინამდებარე შინაგანაწესით, დამტკიცებულია ,,სკოლის“ დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით (განკარგულებებით) ხუთდღიანი სამუშაო კვირით და ორი დასვენების დღით.
3. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:30 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით. გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
4. სკოლის დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 09:00 საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს. მათი სამუშაო დრო განისაზღვრება ,სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული გრაფიკით, რომელიც ეფუძნება დასაქმებულის შრომით ხელშეკრულებასა და თანამდებობრივ ინსტრუქციას (შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ).
5. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. გარდა ამისა, პედაგოგის სამუშაო დრო განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილითა და იმ ვალდებულებებით, რომლებიც დაკისრებულია მასზე სკოლის წესდებით, წინამდებარე შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით (შენიშვნა: ახალი დოკუმენტის შექმნამდე დირექტორის ბრძანებით), სკოლის მუშაობის აღმზრდელობითი გეგმით, სკოლის განვითარების ერთწლიანი გეგმითა და კათედრის სამუშაო გეგმით.
6. მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს სკოლაში მორიგეობა შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მორიგეობა იწყება გაკვეთილების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და გრძელდება გაკვეთილების დამთავრებიდან 30 წუთის შემდეგ. მორიგეობის გრაფიკი დგება განსაზღვრული სასწავლო პერიოდით და მტკიცდება სკოლის დირექტორის მიერ. მორიგეობის გრაფიკი გამოკრული უნდა იყოს სამასწავლებლოში და ფოიეში თვალსაჩინო ადგილას;
7. სასკოლო არდადეგების დრო, რომელიც არ ემთხვევა მასწავლებლის შვებულების დროს, ითვლება მის სამუშაო დროდ. ამ პერიოდში მასწავლებლები ასრულებენ პედაგოგიურ, მეთოდურ და ორგანიზაციულ სამუშაოს შრომითი ხელშეკრულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად იმ დროის ფარგლებში, რომელიც არ აღემატება მათს სასწავლო დატვირთვას არდადეგების დაწყებამდე. არდადეგების პერიოდში, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწვლებელს შეუძლია სხვა სამუშაოს შესრულებაც.
8.არდადეგების დროის სამუშაო წესები და გრაფიკი მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით არდადეგების დაწყებამდე ორი კვირით ადრე;
9. სკოლაში კატეგორიულად იკრძალება მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია სკოლის დირექციის თანხმობის შემთხვევაში, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
10. სასკოლო დროის ფარგლებში სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.
11. დაუშვებელია სასწავლო მეცადინეობის შეწყვეტა, საკლასო ოთახში უცხო პირის შესვლა ან სასწავლო მეცადინეობების მიმდინარეობის პროცესში მასწავლებლისა და მოსწავლის გამოსვლა ოთახიდან. გამონაკლისია ადმინისტრაციის წევრი ან კლასის დამრიგებელი, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის ან ფორსმაჟორული სიტუაციის დროს;
12. სასწავლო მეცადინეობათა მიმდინარეობის პროცესში სკოლის შენობასა და სკოლის ტერიტორიაზე უნდა სუფევდეს სანიმუშო წესრიგი, რაც აუცილებელია სასწავლო მეცადინეობის ნორმალური მსვლელობისათვის.
13. სასწავლო მეცადინეობათა მიმდინარეობის პროცესში სკოლის შენობაში დაუშვებელია:
- უცხო პირის შესვლა ადმინისტრაციის წევრის ნებართვის გარეშე;
- მოსწავლეთა მშობლების შეკრება ნებისმიერი მიზეზით, გარდა ერთეული განსაკუთრებული შემთხვევისა, რაც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ადმინისტრაციასთან;
14. სკოლის შენობაში წესრიგის დაცვასა და სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე (ვარგისიანი სასწავლო ინვენტარისა და სასწავლო მოწყობილობის ქონა, სეზონისა და დროის შესაბამისად ნორმალური ტემპერატურისა და განათების არსებობა) პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს;
15. ლაბორატორიებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული აუდიტორია), სპორტული დარბაზსა და საკლასო ოთახებში მოწყობილობების ვარგისიანობა, ასევე, მეცადინეობებისათვის საჭირო სასწავლო მასალების მომზადებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ კათედრის გამგეებსა და მასწავლებლებს;
16. სამუშაო დროს აკრძალულია:
– მუშაკის მოცდენა მისი უშუალო სამუშაოდან, მისი გამოწვევა სამუშაოდან საზოგადოებრივი დავალებების შესასრულებლად, სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საწარმოო საქმიანობასთან(ყველანაირი სემინარები, სპორტული შეჯიბრებები, მხატვრული თვითშემოქმედების ღონისძიებათა რეპეტიციები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.)
– კრებების, სხდომებისა და ყველანაირი თათბირების მოწვევა, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შინაგანაწესით ან წინასწარ შეთანხმებულია ადმინისტრაციასთან.
17. სასწავლო პროცესის ნებისმიერი მონაწილისათვის სკოლის შენობასა და სკოლის ტერიტორიაზე კატეგორიულად აკრძალულია:
ა) თამბაქოს მოწევა;
ბ) სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკული და ტოქსიკური ნივთიერებების შემოტანა;
გ) აზარტული თამაშების გამართვა.
თავი III. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები
1. სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.
2. სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს:
ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა სახის ტესტებით;
) ღია გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;
) დირექტორს უფლებააქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისა (დაასწროს მშობლები გაკვეთილებს).
თავი IV. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა
1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;
Ø პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
Ø ფოტოსურათი3X4;
Ø განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;
Ø ავტობიოგრაფია/ CV;
Ø განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
Ø კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
Ø სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება
1. განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, გაზეთი, ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).
2. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით. გასაუბრებაში მონაწილეობას იღებენ ადმინისტრაციის ყველა წევრი და კათედრის ხელმძღვანელთა სრული შემადგენლობა.
3. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამუშაოზე მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
4.1. გააცნოს დასაქმებულს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სკოლის წესდება;
ბ) სკოლის შინაგანაწესი;
გ) სასკოლო სასწავლო გეგმა;
4.2. გააცნოს შრომითი ხელშეკრულებით მუშაკზე დაკისრებული თანამდებობრივი უფლებები და მოვალეობები, სამუშაოსა და შრომის ანაზღაურების პირობები;
4.3 ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების, მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებებით.
5. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების,
სერტიფიკატების ასლები, სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თავი V. შრომითი ურთიერთობის პირობები

მუხლი 7. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
Ø წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
Ø გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი.
Ø არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
Ø სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს.

მუხლი 8. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები
Ø სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი კალენდარული თვის 30 რიცხვამდე.
Ø შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილია ქალაქი ხობი.
Ø ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.
თავი VII. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

მუხლი 9. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
Ø ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 10. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება
Ø საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
Ø შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.
თავი VIII. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო
ანგარიშსწორება

მუხლი 11. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
Ø ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
Ø შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
Ø შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებლობა;
Ø დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
Ø მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
Ø დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
Ø ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
Ø დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
Ø დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
Ø თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს.
თავი IX. სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები

მუხლი 12. მოსწავლის ძირითადი უფლება-მოვალეობები
1. მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;
დ) ჰქონდეს სწავლისათვის საჭირო პირობები და გარემო;
ე) დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;
ვ) მიიღოს სკოლაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ზ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
თ) მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის კონკურსის პირობების შესახებ და თანაბარ პირობებში მონაწილეობა მიიღოს მათში;
ი) შესაბამის კომპეტენტურ პირთან ან ორგანოში გაასაჩივროს ადმინისტრაციის ან აკადემიური პერსონალის მიერ მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. მოსწავლე ვალდებულია:
ა) თავაზიანად მოეპყრას სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს და არ მიაყენოს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფა;
ბ) დაემორჩილოს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის და სკოლაში დასაქმებულისხვა პირისა კანონიერ მითითებებს;
გ) დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. არ დატოვოს გაკვეთილი მასწავლებლის ნებართვის გარეშე. გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება განიხილება როგორც ქცევის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სახდელს;
დ) გაუფრთხილდეს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;
ე) დაიცვას უსაფრთხოების წესები და სისუფთავე სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ვ) სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი;
ზ) არ გამოცხადდეს სკოლაში მოსწავლეთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული აკრძალული ნივთებით;
თ) შეასრულოს კანონმდებლობით, შინაგანაწესითა და სკოლასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 13. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ძირითადი უფლება-მოვალეობები
1. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:
Ø მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
Ø მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან და სკოლის ადმინისტრაციისაგან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
Ø ზეპირი ან წერილობითი ფორმით მოითხოვოს მოსწავლის შეფასება საგნების მიხედვით სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს;
Ø მოითხოვოს განმარტება მოსწავლის შეფასებასთან დაკავშირებით;
Ø მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას;
Ø მოითხოვოს სკოლასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება.
2. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
Ø უზრუნველყოს შვილი წავლისა და აღზრდის ნორმალური პირობებით, სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით;
Ø უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება გაკვეთილებსა და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებზე. გაცდენის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინოს ადმინისტრაციას;
Ø აქტიურად ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან და ადმინისტრაციასთან. სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები;
Ø აანაზღაუროს სკოლისადმი მოსწავლის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი;
Ø შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები სკოლის წინაშე;
Ø შეასრულოს ამ სკოლის შინაგანაწესით და ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობები.

მუხლი14. მასწავლებლის ძირითადი უფლება-მოვალეობები:
1. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;
ბ) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
გ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით;
დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;
ე) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და შემოქმედებითი საქმიანობა;
ვ) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის პროგრამების (სილაბუსების), გეგმების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
ზ) მოითხოვოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა პედსაბჭოზე;
თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება, კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) საჭიროების შემთხვევაში დამატებით ჩაატაროს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური გაკვეთილები და კონსულტაციები;
დ) სკოლის ადმინისტრაციას ყოველი სემესტრის შუაში და ბოლოს ჩააბაროს მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული შეფასება, წლის ბოლოს ჩააბაროს მოსწავლის წლიური შეფასება სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების სისტემის შესაბამისად;
ე) დაესწროს პედაგოგიური საბჭოსა და კათედრების სხდომებს.  დასწროს სკოლის საგანმანათლებლო-გასართობ და კულტურულ ღონისძიებებს, სკოლის მიერ ორგანიზებულ პედაგოგთა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს;
ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
ზ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შრომითი ხელშეკრულების დადებამდე წარუდგინოს სკოლას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ი) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები.

მუხლი 15. სკოლის თანამშრომელთა ძირითადი უფლება-მოვალეობანი
1. სკოლის თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილი იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოთი;
ბ) სამუშაოს შესასრულებლად ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით;
გ) მონაწილეობა მიიღოს სასკოლო აქტივობებში;
დ) მოითხოვოს დამსაქმებლისგან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ცნობა დასაქმების შესახებ;
ვ) მოითხოვოს ანაზაღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება შრომითი ხელშეკრულებისა და წინამდებარე შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვით;
2. სკოლის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) ზუსტადდადროულადშეასრულოს სკოლისწესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებითგანსაზღვრულივალდებულებები;
ბ) დაიცვას შრომისდისციპლინა;
გ) დროულადგამოცხადდნენსამუშაოადგილზე, დაიცვანსამუშაოდროისდადგენილიხანგრძლივობა, დროულადდაზუსტადშეასრულონდირექტორის დავალებები;
დ) დაიცვან პროფესიული ეთიკის ნორმები;
ე) კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები;
3. აკრძალულია ნასვამმდგომარეობაშისამუშაოზეგამოცხადება;
4. დამხმარე პერსონალის ძირითად მოვალეობათა სფერო განისაზღვრება ამ შინაგანაწესითა და მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით.
თავი X. მოსწავლეთა მიღება სკოლაში
მუხლი16. მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი
Ø დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია სკოლაში მოსწავლეთა მიღებისას;
Ø სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთაც აქვთ წინა კლასის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
Ø მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე;
გ) მიმდინარე შეფასება;
დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ე) ბრძანების ამონაწერი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ.
Ø მოსწავლის საბოლოო ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი;
Ø მოსწავლის ჩარიცხვა მოხდება მოსწავლესთან და მის წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმებისა და მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველზე;
Ø ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის
შინაგანაწესი.
მუხლი17. წახალისების ფორმები
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
2. სასწავლო პროცესის დროს გამოვლენილი სანიმუშო დისციპლინისა და ბეჯითი სწავლისათვის, სასკოლო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებებისათვის გამოიყენება მოსწავლეთა წახალისების შემდეგი ფორმები:
– საპატიო სიგელით დაჯილდოება;
– ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
– ფულადი პრემიით დაჯილდოება.

მუხლი18. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება
1.ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. დისციპლინურისახდელისშესახებგადაწყვეტილებაშეიძლებაგასაჩივრდესკანონმდებლობითდადგენილიწესით.
2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურებრივ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
დ) ზნეობრივ - ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი.
ე) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
ვ) შრომის დისციპლინის დარღვევა;
ზ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.
თ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;
ი) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
კ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;
ლ) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;
მ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
ნ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;
ო) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;
3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ე) სამსახურიდან გათავისუფლება.
4. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება გამოიყენება:
ბ) არასაპატიო მიზეზით ორჯერ დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის გაცდენისათვის;
გ) პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის;
დ) მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
ე) სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
ვ) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
) დამრიგებლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის.
6. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება :
) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
) შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
) გაკვეთილის ჩაშლისათვის.
7. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება:
ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დისციპლინური გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევისთვის.
8. დისციპლინური სახდელის სახით გათავისუფლება გამოიყენება:
ა) ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დისციპლინური გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
გ) სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ან ისეთი შეუფერებელი ქმედების ჩადენისთვის, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს.
9. გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე, დასაქმებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური სახდელის ერთ-ერთი ნორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად.
10. დისციპლინური სახდელის დადება შეუძლია დირექტორს.
11. დისციპლინური სახდელის დადებამდე პირს ჩამოერთმევა წერილობითი ახსნა-განმარტება.
12. ადმინისტრაციამ დისციპლინური სახდელი უნდა გამოიყენოს გადაცდომის გამოვლენისთანავე, არაუმეტეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, დასაქმებულის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის გამოვლენიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
13.დისციპლინური სახდელის დადების შესახებ დასაქმებულს ბრძანება უნდა გაეცნოს სამი დღის განმავლობაში.
14. თუ დისციპლინის დამრღვევი ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, იგი ჩაითვლება პირად, რომელსაც დისციპლინური სახდელი არ ჰქონია, პირს შეიძლება დისციპლინური სახდელი მოეხსნას ადმინისტრაციის ინიციატივითაც.

მუხლი19. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა
1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
5. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

მუხლი 20. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება
1. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაედოს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
ა) სიტყვიერი/ წერილობითი გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სკოლიდან მოკლევადიანი (ერთიდან ხუთ დღემდე) დათხოვნა;
დ) სკოლიდან გრძელვადიანი (ხუთიდან ათ დღემდე) დათხოვნა;
ე) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
2. სიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება შეიძლება გამოეცხადოს:
ა) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის;
ბ) უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
გ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
დ) დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის ან გაუფრთხილებლად ერთი სასწავლო დღის გაცდენისათვის;
ე) სასკოლო ქონების უმნიშვნელო დაზიანებისათვის.
3. საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დისციპლინური გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) დისციპლინის უხეში დარღვევისათვის;
გ) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
დ) სწავლისადმი სისტემატურად ზერელე დამოკიდებულებისათვის.
4. სკოლიდან მოკლევადიანი(ერთიდანხუთდღემდე) დათხოვნაშეიძლებაგამოყენებულიქნეს:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დისციპლინური გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) გაკვეთილის ჩაშლისთვის ან ჩაშლის მცდელობისთვის;
გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისთვის;
დ) სასკოლო ქონების მნიშვნელოვანი დაზიანებისთვის.
5. სკოლიდან გრძელვადიანი(ხუთიდანათდღემდე) დათხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დისციპლინური გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) მოსწავლის/მასწავლებლის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის.
6. სკოლიდან გარიცხვა გამოიყენება:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული დისციპლინური გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) სისტემატურად დისციპლინის დარღვევისას;
გ) სისტემატურად არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენისას;
დ)მასწავლებლისთვის/მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ან რაიმე ფორმით დამუქრებისთვის;
ე)სკოლაში ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადებისთვის.
7. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
8. მოსწავლეს სიტყვიერი გაფრთხილება შეიძლება გამოუცხადოს საგნის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, ადმინისტრაციის წევრმა. წერილობითი გაფრთხილება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი დისციპლინური სახდელები ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
9. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის –დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის –დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას.
10. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს.
11. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არ არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ოქმი, რომელიც ხელმოწერილი იქნება სკოლის დირექტორის მოადგილის და სკოლის დირექციის  წარმომადგენლის მიერ.

მუხლი 21. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა
მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას:
ა) თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევებით და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
ბ) ამ მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც.
2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში;
4. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
თავი XII. განცხადების/საჩივრის განხილვა
მუხლი 27. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
1. სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ტარდება შემოსული კორესპონდენციის ჟურნალში.
2. განცხადება შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა) ხელმძღვანელი პირის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს(საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით);
გ) მოთხოვნას;
დ) გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას;
ე) განცხადების(საჩივრის) წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას;
ვ) განცხადებაზე(საჩივარზე) დართული დოკუმენტების ჩამონათვალს(ასეთისარსებობისშემთხვევაში).
3. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
4. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში. თუ საჩივრის განხილვის ვადა მოითხოვს დროის დიდ პერიოდს, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
5. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
6. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) უფლების დარღვევის არსი;
გ) მოთხოვნის არსი.
თავი XIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 28. ცვლილებების შეტანა
1. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულ პირთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლის პედაგოგებისათვის, თანამშრომლებისათვის და მოსწავლეებისათვის.
2. მოსწავლე და მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, ასევე სკოლაში დასაქმებული მასწავლებლი/თანამშრომელი ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით ხელშეკრულების დადებისას.
3. შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი. შინაგანაწესში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი შეიძლება დააყენოს სკოლის დირექტორმა ან პედაგოგიური საბჭოს 1/3-მა, წერილობით დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ყველა საკითხი, რომელიც შინაგანაწესით არ არის განსაზღვრული და მოწესრიგებული, განიხილება და წყდება:
ა) სკოლის თანამშრომელსა და სკოლას შორის დადებული ხელშეკრულებით;
ბ) მოსწავლეს და მისი წარმომადგენელსა და სკოლას შორის დადებული ხელშეკრულებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსით;
ე) მასწავლებელთა ეთიკის კოდექსით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. სენაკი ჭავჭავაძის ქ. # 55
599 55 46 98
597983421 579087531




 

 

სასარგებლო ბმულები