სკოლის მისია

  • შპს „აპოდიქსის“ მისია ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდისაკენ.
  • სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას, ზრუნავს მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობით უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისთვის;
  • სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე: ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი პირობა მაღალი აკადემიური განათლების მისაღებად, რათა მათ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინაწილონ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ.
  • სასკოლო საზოგადოება მოწოდებულია აღზარდოს დამოუკიდებელი, ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით აღზრდილი პატრიოტი, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობა, რომელიც მზად იქნება თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. სენაკი ჭავჭავაძის ქ. # 55
599 55 46 98
597983421 579087531




 

 

სასარგებლო ბმულები